• დოლფინ სოფტვეა

    მიკროსაფინანსო ბაზრის მთავარი პროვაიდერი 2004 წლიდან

  • LoanKeeper

    სრული პროგრამული სისტემა საკრედიტო კომპანიებისთვის

  • Dolphin Software

    თქვენი წარმატების პროვაიდერი

დოლფინ სოფტვეა ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2004 წელს და მალევე გახდა საკრედიტო-საფინანსო ტექნოლოგიური ბაზრის უპირობო ლიდერი. ჩვენი კომპანია და მისი დეველოპერთა გუნდი შექმნის დღიდან მუდმივად იზრდება და ვითარდება პარტნიორი კომპანიების ზრდასთან ერთად, რომლებიც ამ პერიოდში პატარა საკრედიტო ოფისებიდან მსხვილ მიკროსაფინანსო ქსელებამდე გაიზარდნენ. შესაბამისად ჩვენი პროდუქტიც ყოველთვის გამოირჩეოდა საიმედოობით, ხარისხით და რაც მთავარია პრაქტიკულობით.

კომპანიის მთავარი მიზანია ჩვენ პარტნიორებს მივაწოდოთ ისეთი პროგრამული გადაწყვეტა და მისი თანმხლები სერვისი, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ კომპანიის არსებული პრობლემების გადაჭრას, არამედ აძლევს მას განვითარების, ინოვაციისა და ბაზარზე თამამად მოქმედების თავისუფლებას.

სწორედ ამიტომ ჩვენ მრავალი ცალკეული მოდულის და ნაწილობრივი გადაწყვეტების ნაცვლად ვქმნით “მხოლოდ” ერთ, მაგრამ ყოვლისმომცველ პროდუქტს, რომელსაც ვუწოდეთ LoanKeeper. ის არ არის უბრალოდ პროგრამული კოდის ნაკრები – მის უკან დგას ერთის მხრივ ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო-საფინანსო და ტექნოლოგიურ სფეროებში და მეორეს მხრივ ათეულობით პარტნიორ კომპანიასთან ერთად პრობლემების მოგვარებისა, განვითარებისა და ინოვაციის ისტორია.

ჩვენი გუნდი არ ცდილობს არცერთი პროდუქტის პირდაპირ კოპირებას, არამედ თავად ეწევა მუდმივ ინოვაციას და წარმოადგენს დე-ფაქტო სტანდარტს და შთაგონების წყაროს ბაზრის სხვა მოთამაშეებისათვის, როგორც ფუნქციონალის, ისე ხარისხის მხრივ.

დოლფინ სოფტვეა ქმნის საუკეთესო ტექნოლოგიებისა და საუკეთესო ადამიანების ძალისხმევის საშუალებით, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ის, რასაც ვქმნით – საუკეთესოა. ასე მიაჩნიათ ჩვენს პარტნიორებსაც. სცადეთ და დარწმუნდით თქვენც.

დოლფინის გუნდი

გაიგეთ მეტი ჩვენი პროდუქტის შესახებ

პარტნიორები