• LoanKeeper

    სრული პროგრამული სისტემა საკრედიტო კომპანიებისთვის

რატომ LoanKeeper?

Virtually Endless Feature List

უსაზღვროდ მდიდარი ფუნქციონალი

სასესხო პორტფელის აღრიცხვა, ბუღალტერია, ფინანსური ანგარიშგება, სალარო, ფულადი გზავნილები, ვალუტის კონვერტაცია, ლომბარდის მოდული და მრავალი სხვა

Unlimited Analytic Possibilities

ანალიტიკის შეუზღუდავი შესაძლებლობები

ათასობით მზა ანგარიშგება + ანგარიშგებების დიზაინერი

24/7 Support and Consulting

24/7 სერვისი და კონსულტაცია

პროგრამული უზრუნველყოფა სერვისის გარეშე არ პასუხობს არცერთ გამოწვევას. ჩვენ ვიცით ამის შესახებ.

Compliant with all regulations

ყველა მოთხოვნებთან და რეგულაციებთან თავსებადი

NBG, AML, UNSL, PEP, IFRS-9

Dolphin Software ® LoanKeeper ©
Integration with external systems

გარე სისტემებთან ინტეგრაცია

SMS, კომუნალური გადახდები UCC, TBCPay, Nova, სწრაფი გადახდის სისტემები, TransGuard, Accuity, მობილური აპები, ვებ აპები. ინტეგრაცია შესაძლებელია ყველაფერთან

Automate Daily Tasks

ყოველდღიური ამოცანების ავტომატიზაცია

საოპერაციო დღის დახურვა, სასესხო დაფარვების მოდული, SMS-ების გაგზავნა, სავალუტო კურსების განახლება

Security and Operational Risk Management

მუდმივი ინოვაცია

ჩვენთან ყოველთვის მიესალმებიან ახალი იდეებს და ახალი ტექნოლოგიებს

Constantly Innovating

უსაფრთხოება და საოპერაციო რისკების დაზღვევა

მრავალდონიანი ავტორიზაციები, მომხმარებელთა უფლებები, მოვლენათა ჟურნალი - ყველაფერი რაც საჭიროა რისკების 100% დასაზღვევად

პროდუქტის შესახებ

დოლფინ სოფტვეა წარმოგიდგენთ LoanKeeper-ს – თანამედროვე და მოქნილ ინსტრუმენტს თქვენი საკრედიტო კომპანიის მართვისთვის.

LoanKeeper არის სასესხო პორტფელის და საოპერაციო დღის აღრიცხვის სრულყოფილი სისტემა, რომელიც განკუთვნილია საკრედიტო ორგანიზაციებისათვის, მათ შორის ბანკების, მიკროსაფინანსო კომპანიებისა და ლომბარდებისთვის.

LoanKeeper უნიკალური შესაძლებლობების მქონე, მარტივი და მძლავრი სისტემაა, რომელიც დაეხმარება თქვენს კომპანიას საბოლოოდ გადაჭრას სესხების აღრიცხვასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და სრულად დააზღვიოს საოპერაციო რისკები. მისი საშუალებით შესაძლებელია ყველა ტიპის სასესხო პროდუქტის დიზაინი და მართვა. აგრეთვე სალაროს, სავალუტო ოპერაციების, ლომბარდის, საოპერაციო დღის, ბუღალტერიის წარმოება, საკრედიტო ანალიზი და ფინანსური ანგარიშგება.

პროდუქტის მთავარი უპირატესობა მისი სრულყოფილი და წლების განმავლობაში ყოველდღიურად გამოცდილი ფუნქციონალია. მიუხედავად ამისა, მისი შექმნიდან დღემდე პროდუქტი მუდმივად განვითარებისა და დახვეწის პროცესშია. ჩვენი გუნდის წევრებს გააჩნიათ საბანკო და მიკროსაფინანსო სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. სწორედ ამის გამო დოლფინ სოფტვეა 2004 წლიდან ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქართულ ბაზარზე.

ჩვენს პარტნიორ კომპანიებს პროგრამულ პროდუქტთან ერთად ჩვენ ვაწვდით უწყვეტ სერვისს, მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას და მუდმივ პროგრამულ განახლებებს, რაც ბაზრის მოთხოვნებთან და საკანონმდებლო რეგულაციებთან მათ თავსებადობას უზრუნველყოფს.

დაგვიკავშირდით, თუ სურვილი გექნებათ დეტალურად გაეცნოთ LoanKeeper-ის შესაძლებლობებს.

ფუნქციონალის ჩამონათვალი

ზოგადი
  • საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან თავსებადი
  • სრულფასოვანი საკრედიტო მოდული (სამომხმარებლო, სალომბარდო, ბიზნეს სასესხო პროდუქტები)
  • ინტეგრირებული ბუღალტერია
  • ფრონტ-დესკი (სალარო, კონვერტაციები, გზავნილები, კომუნალურები)
  • საკრედიტო და ფინანსური ანგარიშგება
  • მრავალ-მომხმარებლიანი, მრავალ-ვალუტიანი, მრავალ-ფილიალიანი
  • მრავალენოვანი ინტერფეისი (UNICODE)
კლიენტების აღრიცხვა
  • ფიზიკური პირები, ჯგუფები და კომპანიები
  • დამატებითი დინამიური ველების შექმნის შესაძლებლობა
  • აუცილებელი ველები კონფიგურაცია
  • საყურადღებო და შავი სიები
  • კლიენტის შორის კავშირები
  • კლიენტის დინამიური ანგარიშგებები და საბეჭდი ფორმები
განაცხადები და კომიტეტები
  • პირველადი ინტერვიუ და სასესხო განაცხადები
  • განაცხადების მიმდინარე ფაიფლაინის აღრიცხვა
  • მრავალდონიანი საკრედიტო კომიტეტები
  • დამატებითი დინამიური ველების შექმნის შესაძლებლობა
სესხის გადახდის გრაფიკები
  • ყველა ტიპის გადახდის გრაფიკები
  • გადახდის სიხშირე, შენატანის დამრგვალება, ა.შ.
  • დასვენების, კვირის და თვის დღეების გამოტოვება გრაფიკებში
  • გრაფიკების ხელით აგება
  • რესტრუქტურიზაციების მოქნილი სისტემა
  • სესხის კალკულატორი
პროცენტი, საურავები, საკომისიოები
  • ბრტყელი და კლებადი პროცენტი
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (XIRR)
  • პროცენტის დარიცხვის ცვალებადი წლიური ბაზისი
  • გაცემის საკომისიო
  • სიცოცხლის დაზღვევის პრემია
  • გადაცილების დღიური ჯარიმები და მათი ლიმიტები
  • სესხის ადრე დაფარვის საკომისიო
  • მესამე მხარის მიმართ გაწეული ხარჯები
  • ჯარიმის, საკომისიოს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესაბამისობა ეროვნული ბანკის რეგულაციებთან
სხვა სასესხო ფუნქციონალი
  • სასესხო პროდუქტები და პროდუქტთა ჯგუფები
  • სესხის დანაკარგების რეზერვი ავტომატური ფორმირება
  • კლიენტის და სესხის მონიტორინგი
  • თეგები, შენიშვნები, შეხსენებები
  • დამატებითი დინამიური ველები კლიენტის, განაცხადის, სესხისა და უზრუნველყოფის მოდულებში
დღის ბოლო
  • პროცენტის და საკომისიობის ყოველდღიური დარიცხვა
  • ავტომატური ყოველდღიური სავალუტო გადაფასებები
  • სესხის დანაკარგთა რეზერვების დღიური ფორმირება
  • სასესხო გადაცილებების დღიური კონტროლი
  • ფინანსური შედეგების გადახურვები
  • ფინანსური ოპერაციებისა და სხვა ქმედებების ავტორიზაციები
სასესხო დოკუმენტაცია
  • სესხისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულებების ფორმების დიზაინერი
  • ანგარიშგებების ბეჭდვითი ფორმების დიზაინერი
  • საკრედიტო დოკუმენტაციის ავტომატური ნუმერაცია
  • ნებისმიერ საკრედიტო მოვლენაზე საკუთარი ბეჭდვითი ფორმის აწყობა
უზრუნველყოფები
  • 8 სხვადასხვა ტიპის უზრუნველყოფის აღრიცხვა
  • უძრავი და მოძრავი ქონება, ავტომობილები
  • ძვირფასი ლითონები
  • თავდებობები
  • გენერალური (ჩარჩო) ხელშეკრულებები
ანგარიშგება
  • ათასობით მზა ანგარიშგება სასესხო პორტფელის ანალიზისთვის
  • საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგება
  • NBG და AML ანგარიშგებები
  • ბრუნვითი უწყისი, მოგება-ზარალი, საბალანსო უწყისი
ბუღალტერია
  • კომპანიის სრული ბუღალტერია და საოპერაციო დღე
  • საკრედიტო გატარებების სრული ავტომატიზაცია
  • სალაროს და კონვერტაციების მოდული
  • ხაზინა, ოფიციალური და კომერციული კურსების ცენტრალიზებული მართვა
  • ფინანსური უწყისები, ბალანსი, მოგება-ზარალი
უსაფრთხოება
  • მომხმარებელთა ჯგუფები შესაბამისი უფლებებით
  • მომხმარებლის პაროლის მინიმალური სირთულის მოთხოვნა / ვადის გასვლა
  • საკრედიტო მოვლენების მრავალ-დონიანი ავტორიზაცია
  • საბუღალტრო გატარებების მრავალ-დონიანი ავტორიზაცია
  • მოვლენათა ჟურნალი
ინტერფეისი
  • UNICODE-ს სრული მხარდაჭერა
  • მომხმარებლის მიერ საკუთარი ენის პაკეტების აწყობა
  • მარტივი და სწრაფად ათვისებადი
  • Windows და Web ინტერფეისები

პროგრამული ეკრანები

LoanKeeper-ის Windows და ვებ ვერსიებიდან

LoanKeeper
Dolphin Software
ფასი
  • საწყისი ინსტალაცია (5 მომხმარებელის ლიცენზიის ჩათვლით) - 30.000 ₾
  • 1 მომხმ. წლიური ტექნიკური მხარდაჭერა (სესხების მოდული + საოპერაციო დღე) - 1.200 ₾
  • 1 დამატებითი მომხმარებელი - 4.800 ₾

გსურთ გაიგოთ მეტი?

დაგვიკავშირდით, თუ სურვილი გექნებათ დეტალურად გაეცნოთ LoanKeeper-ის შესაძლებლობებს.